ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე ციფრული მოქალაქეობის ცნობიერების ამაღლებისათვის კვლევას აწარმოებს სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი - მადონა წივწივაძე.

საქართველოს ზოგადი განათლების მიზნებიდან გამომდინარე სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი ; კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან და იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.


განათლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ მოსწავლეებს ეხმარება, ციფრული მოქალაქეობის საკუთარი პასუხისმგებლობა შეიგრძნონ და ცოდნა თანატოლებს გაუზიარონ. ციფრული მოქალაქეობის კონტექსტში სასკოლო განათლება უდიდეს როლს ასრულებს. ციფრული კომპეტენციების გამომუშავება მხოლოდ კვალიფიციური ტრენერების/მასწავლებლების მიერ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოშია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, მოზარდებს მრავალფეროვანი, პერსონალიზებული და თანამედროვე მეთოდები შევთავაზოთ, რათა მიღებული ცოდნა ონლაინსივრცეში და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ. აუცილებელია, ინდივიდებმა ავტონომიურობისთვის საჭირო კომპეტენციები შეიძინონ, რათა კრეატიულ და სოციალურად პასუხისმგებლიან ციფრულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რისკისა და საფრთხეების შემცველი პროგნოზირების, მათზე რაეგირებისა და აღდგენის შესაძლებლობას სოციალურ კეთილდღეობაზე, ეკონომიკისა და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.
დღეისათვის, როდესაც სოციალურ ქსელებში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება, რთულია გაარჩიო, რომელია სიმართლე და რომელი - ტყუილი. ამიტომ უნდა შეგვეძლოს ონლაინ სივრცეში არსებული ყალბი ახალი ამბისა და ცრუ ინფორმაციის იდენტიფიკაცია. კარგმა ციფრულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა არის მისაღები ქცევა ონლაინ სამყაროში და უნდა შეეძლოს ტყუილ - მართალი ინფორმაციის გარჩევა.
ციფრულ მოქალაქეობაზე ცნობიერების ამსახველი მასალები განთავსებულია გუგლ დრაივში და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე :

  1. 21 საუკუნის ციფრული მოქალაქე
  2. ციფრული მოქალაქეობა - გარკვეული ნორმების ცოდნა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით
  3. კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის მოკლე ლექსიკონი
  4. მშობელთა გზამკვლევი ციფრულ სამყაროში
  5. ციფრული მოქალაქეობის გზამკვლევი პედაგოგებისათვის
  6. ევროსაბჭო, ციფრული მოქალაქეობის სახელმძღვანელო
  7. ციფრული მედეგობა

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.