პროექტ "ურჩიე მეგობარს წიგნის" ფარგლებში სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის lVვ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მაკა ჩიკაშუას ხელმძღვანელობით, ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს მათ მიერ წაკითხული წიგნის, ლინდა მალალი ჰანთის "თევზი ხეზე" შესახებ შთაბეჭდილებები და დასკვნები. მოსწავლეები გახდნენ საჯარო ბიბლიოთეკის წევრები, მათ გადაეცათ მადლობის წერილები და ბიბლიოთეკის საწევრო ბარათები. მოსწავლეები და მაკა მასწავლებელი დიდ მადლობას უხდის საბავშვო ბიბლიოთეკას გულთბილი მიღებისთვის.







