სსიპ-ქალაქ ბათუმის #8 საჯარო სკოლაში, მე-6,,ზ" (დამრ. მაკა ხინთიბიძე) კლასის მშობელთა ჩართულობით განხორციელდა დისკუსია სახლში წაკითხული მოთხრობის შესახებ ("გახარებული მზე"). ქართულის მასწავლებელმა, ფატი სურმანიძემ საინტერესო პარალელები გაავლო რ.ინანიშვილის სხვა მოთხრობებთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მშობელთა დამოკიდებულებებთან. დისკუსია საკმაოდ აქტიურ ფაზაში წარიმართა. დიდი მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.







