ამინდის პროგნოზი

ბმულები

2013 წლის 8 ნოემბერს II ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს  სასკოლო ღონისძიება თემაზე: „შემოდგომის ზეიმი“

ღონისძიება უჩვეულოდ ლამაზი და შინაარსიანი გამოვიდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, ჩანახატები, სკეჩები, სიმღერები და ცეკვები.

ეს დღე ნამდვილ ზეიმად გადაიქცა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, რომლებმაც გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.


სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.