ამინდის პროგნოზი

ბმულები

მოსწავლეებმა შეისწავლეს ,,ჭკვიანი მანქანა"- რობოტი. გაეცნენ რობოტის აგებულებას, გაიგეს, რომ არსებობს სხვადასხვა დანიშნულების რობოტები. მათ ძალიან სახიფათო დავალებების შესრულებაც კი შეუძლიათ. ტრანსფორმერ რობოტებს შეუძლიათ საკუთარი თავი თვითონ ააგოს და თვითონვე გაანადგუროს. თემის დაგვირგვინება, მშობელთა ჩართულობით რობოტების შექმნა იყო. ,,დავალება საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვები იმედოვნებენ, მათი შექმნილი მანქანები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იქნება, რომლის დახმარებითაც სამყაროს შეცვლიან“ - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მარეხი ჩხაიძე.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.