სსიპ ქ.ბათუმის #8 საჯარო სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი:"ქალთა გაძლიერება".პროექტის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მაკა ხინთიბიძე
პროექტის ფარგლებში მე-10ე და მე-10 ბ კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო- რგოლები,ჩაატარეს სოციალური ექსპერიმენტი და საზოგადოების გამოკითხვა,შექმნეს პოსტერები,მოამზადეს პრეზენტაციები.სკოლაში დავაარსეთ "ქალთა ოთახი".პროექტის ფარგლებში ,სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე,ქალბატონი Guranda Dolidze და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში,ბატონი გიორგი ჩარკვიანი .შეხვედრის დასასრულს მოეწყო საინტერესო დისკუსია.აღნიშნული პროექტი განხორციელდა, "16 დღიანი კამპანიის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ"ფარგლებში.
„16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.







