სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მაია ჩაგანავა შეირჩა მომხსენებლად და ესწრება საგანმანათლებლო კონფერენციას - "თანამედროვე გამოწვევები, გადაჭრის გზები და სწავლების მეთოდები", რომელიც ტარდება ქალაქ პარიზში 8 დეკემბერს.
კონფერენციას ატარებს ა(ა)იპ ასოციაცია ბიო, რომელიც არის საბუნებისმეტყველო მასწავლებლების ორგანიზაცია 2013 წლიდან. ორგანიზაცია მუდამ ზრუნავს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებსა და წინსვლაზე.







