ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIგ (დამრ. თამარ ანანიძე) კლასის მოსწავლეებმა დაამაუშავეს და წარმოადგინეს კომპლექსური დავალება ქიმიაში:’’ წყალი სიცოცხლის წყარო’’(ქიმიის პედაგოგი მაია ჩაგანავა). მოსწავლეებმა საგნების სიყვარულიდან გამომდინარე შექმნეს ჯგუფები.

1-ლი ჯგუფი-გეოგრაფები; გაიხსენეს ინფორმაცია რა იციან გეოგრაფიიდან წყლის შესახებ. მაგ: დღის და ღამის ბრიზის წარმოქმნის მექანიზმი. ტუისა და წყაროების მნიშვნელობა, დედამიწაზე წყლის არსებობის ფორმები, წყალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეკორდული ციფრები დედამიწაზე წყლის მარაგზე, მტკნარი და მარილიანი წყლის განსხვავებები. ადგილები, სადაც წყალი არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს.    
მე-2 ჯგუფი-ბიოლოგები; გაიხსენეს ზოგადი ინფორმაცია - ადამიანი, წყალი და სიცოცხლე; უჯრედი და ტურგორი, უჯრედი და ოსმოსი, ეგზოგენური და ენდოგენური წყალი, წყალი და თბორეგულაცია, შინაგანი თხევადი გარემო და წყლის %-ლი წილი. წყლის დეფიციტთან შეგუებულობები/ადაპტაციები.
 მე-3 ჯგუფი-ფიზიკოსები; გაიხსენეს წყლის მნიშვნელობა დენის მისაღებად (ჰიდროელექტროსადგურის პრინციპი). ყინულისა და თხევადი წყლის მოცულობა და სიმკვრივე. ყინულის საფარის მნიშვნელობა სეზონურ თბორეგულაციაში.   
მე-4 ჯგუფი-ქიმიკოსები; განიხილეს წყლის მოლეკულა ატომურ დონეზე. ვალენტობის შესაბამისად შეადგინეს მოლეკულა. შექმნეს მოლეკულის მოდელი. გამოთვალეს მოლეკულაში მასური წილი. ისაუბრეს წყალი, როგორც საუკეთესო გამხსნელი.
 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.