31 მაისს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში IX ბ კლასმა (დამრ.ია ბლაგიძე)
ჩაატარაა ღონისძიება სათაურით - “საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?!” ღონისძიება მიზნად ისახავდა:
მოსწავლეებში პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივებას.
საქართველოს ეროვნული კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციული სამოსის, სიმღერის, ცეკვის, პოეზიის პოპულარიზაციას:
თითოეულ მოსწავლეში არსებული კომპლექსების გაცნობიერებას და აღმოფხვრას.
სცენის კულტურის განვითარების ხელშეწყობას;
საჯარო გამოსვლის უნარის გაუმჯობესებას.
,,მე-9 კლასში , დიდი სიყვარულის დამსახურებით შევძელით ბევრ სტერეოტიპზე გადაგვებიჯებინა და ღირსეული საქმის ღირსეული წარდგენა გვეჩვენებინა, მადლობა თითოეულ წევრს, თითოეულ მშობელს, თითოეულ ადამიანს ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა
როგორი გრძნობით და ემოციითაც ეს სცენარი დავწერე, როგორი გულითაც ჩემს ბავშვებამდე მივიტანე, როგორი ენერგიითაც ვიმუშავე , ზუსტად ისე დაიხარჯა დღეს თითოეული, ზუსტად ისე დამიბრუნეს ამაგი“, აცხადებს კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი - ია ბლაგიძე.







