ამინდის პროგნოზი

ბმულები

2023 წლის 20 მაისს თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ფინალური ტური 76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციისა, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის XI-ე კლასის მოსწავლეები: ანა დავითაძე და ლიკა გაბაიძე, რომლებმაც ქიმიის სექციაში გაიმარჯვეს. მათ გადაეცათ სიგელები.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.