კლუბის (ჯგუფის) სახელია - მომავლის სუპერგმირები.
სლოგანი: ,,შენ შეგიძლია გახდე სუპერგმირი მათთვის და იყო მაგალითი იმისა, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ორიენტირებულნი მომავლისათვის".
მიზანი: კლუბის მიზანია ახალგაზრდების განვითარება. კლუბი მათ სწავლასთან ასოცირებულ საკითხებში დაეხმარება და ხელს შეუწყობს, რომ მეტად საინტერესოდ აქციოს მათი განათლება თუ მომავალი. კლუბი ჩართავს N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამა თუ იმ პროექტებში, რომელიც მორგებულია არაფორმალურ განათლებაზე. კლუბი გეგმავს ღონისძიებებს და სხვადასხვა აქტივობებს.
სტრატეგია: კლუბის სტრატეგიული გეგმა შედგება იმ მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორიცაა ახალგაზრდული გუნდის შექმნა ანუ კლუბის წევრების მიზნობრივი შერჩევა, რომელიც იქნება შემდგარი 20 წევრისგან. შემდგომ გუნდი წარადგენს შექმნილ პროექტებს იმ დაწესებულებებთან ერთად, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე ისინი მოიზიდავენ სპონსორებს და ერთობლივად განახორციელებენ მოცემულ პროექტებს.