ამინდის პროგნოზი

ბმულები

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში, მე-9 ბ კლასში მიმდინარე სადამრიგებლო პროექტი “თანაგანმანათლებელი” აქტიურ ფაზაშია. პროექტი სექტემბრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს კლასსაათების პოპულარიზაციას, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიურ ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. თითოეული თემა კლასის დამრიგებლის ია ბლაგიძის მიერ არის დაგეგმილი, ხოლო მისი ჩატარება მონაცვლეობით მოსწავლეებსა და მშობლებს ევალებათ, დამრიგებელი კი აწვდის საჭირო მასალას, აძლევს მიმართულებას. ამჯერად კიდევ ერთი აქტუალური თემის განხილვა შედგა, სათაურით “ჩემი როლი დედამიწის გადარჩენაში”.

შეხვედრა კლასის მშობელმა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელმა სალომე მიქელაძემ ჩაატარა Salome Mikeladze. ის შეეხო პრობლემატიკას, რაც დღეს დედამიწას აწუხებს. ისაუბრა აღნიშნული პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე, შემდეგ კი თითოეულმა მოსწავლემ იმსჯელა საკუთარი, როგორც მოქალაქის როლზე, დანიშნულებასა და ფუნქციაზე, დაასახელა რიგი აქტივობები,რისი განხორციელებითაც გარკვეულ ნაბიჯს გადადგამდა დედამიწის გადასარჩენად. მადლობა სალომეს პროექტში ჩართულობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის. დედამიწის გადასარჩენად დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც  აქტივობა მოზარდებში აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, საბოლოო ჯამში კი მოსწავლეებს კულტურული და სამოქალაქო შეგნებას უვითარებს. #თანაგანმანათლებელი #დედამიწისდღე #IXბკლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.