ამინდის პროგნოზი

ბმულები

ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ინგლისურის კლუბი "The Best and the Brightest",  საინტერესო აქტივობებით აგრძელებს მუშაობას. კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული როლურ თამაშებში, პრეზენტაციებსა თუ  დისკუსიებში.
23 აპრილს კი შექსპირის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებს განსხვავებული დავალება მიეცათ, ისინი ჩაერთო გამოწვევაში  "Shakespear with precious pair".  თითოეულ კლუბის წევრს მშობელთან ერთად უნდა დაემუშავებინა შექსპირის ერთი სონეტის ქართულ-ინგლისური ვერსია და აეტვირთა კლუბის გვერდზე ვიდეორგოლის სახით. საოცარი შედეგი დაიდო🌟თითოეული მონაწილე მოსწავლე თუ მშობელი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა დავალებას და შთამბეჭდავი და სასიამოვნო  ვიდეორგოლები  შეიქმნა,👏, განსაკუთრებით აღსანიშნია ის ფაქტი , რომ მშობლები შეეცადა ინგლისურად დაემუშავებინა სონეტის კონკრეტული სტროფი.


ყოველივე ეს ხელს უწყობს :
✅ინგლისური ენის პოპულარიზაციას,  
✅მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში,
✅მოსწავლეების მოტივაციას,
✅კლუბის აქტუალურობას.

კლუბის ხელმძღვანელი ია ბლაგიძე
მადლობას უხდის  თითოეულს ჩართულობისა და  მხარდაჭერისთვის, თითოეული მონაწილე წყვილს კი საუკეთესოდ წარდგენილი სონეტისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.
❤️  
სსიპ - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა

 კლუბის გვერდზე იხილეთ ზემოთ აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა .

https://www.facebook.com/groups/619856319888704/?ref=share_group_link&exp=93fa

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.