ამინდის პროგნოზი

ბმულები

მიმდინარე წლის 18 მაისს ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა ,,ტვინების ბრძოლის" შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (VI-XI კლასები) 26 გუნდი. დაძაბულ ინტელექტუალურ ჭიდილში გამოვლინდა 2 გამარჯვებული: VIIIა კლასის გუნდი ,,მოაზროვნეები"(დამრიგებელი ია ბლაგიძე), მე-10დ კლასის გუნდი ,,ფრანციუმი"(დამრ. ირინა წიწაშვილი).

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია brains.ge-ს ინიციატივით. სასკოლო ტურს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა: დიანა კაპანაძემ და რუსლან ბერიძემ. 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.