ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებლებმა: მაია გაბაიძემ, ნინო ქათამაძემ, ნანა თავართქილაძემ, ლუბა ბრეგვაძემ, ირინე ხოზრევანიძემ, მადონა წივწივაძემ დაგეგმეს და განახორციელეს დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გლობალური  ეკოლოგიური  პრობლემების შესახებ. კვირეულის ფარგლებში ცალკეულ კლასებში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: ,,ჩვენი პლანეტა, ჩვენი სახლია", მოსწავლეების მიერ მომზადდა პრეზენტაციები, ესეები, პოსტერები, რომელთა დასკვნითი წარდგენა მოხდა  21 აპრილს.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.