ამინდის პროგნოზი

ბმულები

საგანი :ქართული ენა
თემა: " გაზაფხული სილამაზის გამარჯვება!


,,დღევანდელი საგაკვეთილო პროცესი მიეძღვნა ქალს:
ყველაზე თბილს, გამორჩეულს, სიცოცხლის შემოქმედს,  უსასრულო სამყაროს დედას...
განუმეორებელს, შვილებზე უზომოდ შეყვარებულს, გაზაფხულივით თბილს!
გილოცავთ დედის დღეს !
ეს ბარათები დიდი სითბოთი და სიყვარულით არის დამზადებული !
თქვენთვის ჩვენო მარადიულო თანამგზავრო " დედებო"!
დღეს თქვენი დღეა თუმცა ჩვენს ცხოვრებაში ყველა დღე თქვენია !
გისურვებთ ჯანის სიმართლეს , ფერად და მზიან დღეებს!
თქვენი ონავრები !
დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული,
შვილებს ანგელოზებს გვადარებდა
თვითონ ანგელოზად მოსული!" -  მე-3 დ კლასის დამრიგებელი ფატმან ზოიძე.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.