ამინდის პროგნოზი

ბმულები

,,ძვირფასო მასწავლებლებო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! დაე, ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულისა და სიკეთის მომტანი. გულწრფელად გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენას. თქვენი პროფესია იმდენად კეთილშობილურია, რომ შეგვაყვარეთ ბავშვებს  სწავლა .თქვენ არ  ხართ მხოლოდ ჩვენთვის  ღირებული ადამიანები, გონება და სიკეთე გამოიხატება თქვენში. გისურვებთ, დატკბეთ თქვენი საქმიანობით და ყოველთვის პოზიტიურები იყოთ. ვისურვებთ, რომ დამდეგი 2021 წელი იყოს დღეგრძელობის, სიკეთით, სიყვარულითა და ბედნიერებით დატვირთული წელი. ვიმედოვნებთ, რომ ახალი წელი, კიდევ უფრო მეტად წარმატებული და სასიკეთო იქნება.
        უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!"💝💝💝
        კეთილი სურვილებით, სიყვარულითა და პატივისცემით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII-ე კლასის მოსწავლეები და მშობლები, დამრიგებელი ირინე მამულაძე.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.