ამინდის პროგნოზი

ბმულები

🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄

 ახალი წელი ჯადოსნურად რომ დავიწყოთ,აუცილებელია დავიჯეროთ რომ სასწაულები არსებობს!
❤❤
II ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნინო ქარჩავას ხელმძღვანელობით მართლაც სასწაული მოახდინეს და საახალწლო შოუ წარმოგვიდგინეს ..
თავად შეაფასეთ...😉

II ა კლასის მოსწავლეები და Მშობლები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პედაგოგებს:
ნინო ქარჩავას
ნანა მალაყმაძეს
მედეა ბოლქვაძეს.
მრავალს დაესწარით!

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.