VII ბ კლასში, ინგლისურში საინტერესო ონლაინ პროექტი მიმდინარეობს . პროექტი სახელწოდებით
"Make audio Books for excellent Pronunciation " -
"აუდიო წიგნების შექმნა შესანიშნავი წარმოთქმებისთვის".
მე-7 კლასის მასწავლებელმა ია ბლაგიძემ @iablagidze შეარჩია
წიგნი "What a world 1" .წიგნში მოცემულია საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან. ტექსტები მუშავდება ლექსიკურად,მოსასმენების დახმარებით. დამუშავებულ ტექსტზე კი მოსწავლეები ქმნიან მოკლე ფილმს თავიანთი ინგლისურენოვანი გახმობანებით. ტექსტები გამოდის სერიებად მათ მიერ შექმნილ youtube გვერდზე. "Future Learners".
შეგიძლიათ გამოიწეროთ მათი youtube გვერდი Future Learners და მიიღეთ ახალი აუდიო წიგნის ახალი სერიები ატვირთვისთანავე.
პროექტი მიზნად ისახავს სწორი წარმოთქმების დამუშავებას, ტექსტის შინაარსის გააზრებასა და მისი სურათებით გამოხატვას,ჯგუფური მუშაობის უნარების განმტკიცებას.
მოსწავლეები დიდი მონდომებით აფასებენ თითოეულის მზა ვერსიებს, ერთმანეთს უკეთებენ შესწორებებს და საბოლოო ვერსიების ნახვისას თანხმობას აძლევენ მეგობარს ვიდეოს ატვირთვაზე. პროექტი ერთ წელზეა გაწერილი. თვალყური ადევნეთ მათ, შეაფასეთ და გაამხნევეთ.
იხილეთ ლინკი :
https://www.youtube.com/channel/UCdrR7Ct_TU2d0wrcmtz8Ugg/videos







