ამინდის პროგნოზი

ბმულები

შეიყვარე წიგნი პატარავ , ის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებს!
,,ეს არის ჩვენი წიგნიერების სლოგანი!
ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ვქმნით ახალ წიგნს ჩვენეული ვერსიით  რათქმა უნდა,  მითითებებს და რჩევებს ვღებულობთ პედაგოგისაგან და კვლავ ვმუშაობთ  დისტანციურად!
დარჩი სახლში!
წიგნები როგორც ლამპრები
ან მწვერვალები შორი
წიგნებმა კაცად აქციეს-
არა ერთი და ორი.
გთავაზობთ ნუცა ბერიძის ,  გაბრიელ სართანიას და ანანო გათენაძის მიერ  შესრულებულ დავალებას!" - სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 დ კლასის ხელ-ლი ფატმა ზოიძე.
გმადლობთ ბავშვებო!
შემდეგისათვის სხვა მოსწავლეების ნამუშევრებს  შემოგთავაზებთ!

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.