ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ ქალაქ ბათუმის № 8 საჯარო სკოლა მეორე_ბ კლასის მასწავლებელი ნათია ცინცაძე.

ბოლო დროს განვითარებულმა  მოვლენებმა ააფორიაქა მსოფლიო, ყველა სფეროში შეიხედა და ადამიანებმა დაიწყეს გამოსავალის ძებნა.

ამ მხრივ არც განათლება დარჩენილა უმოქმედოდ.  დისტანციური სწავლების გამოცხადებისთანავე დავიწყეთ შესაფერისი პორტალის ძებნა, რაც საკლასო ოთახში მუშაობის პროცესს ცოტა ხნით შეგვიცვლიდა. სსიპ ქალაქ ბათუმის №8 სკოლის მე-2_ბ კლასში პანდემიამდეც ვსარგებლობდით საგანმანათლებლო სოციალური ქსელით edmodo, რაც სასწავლო პროცესში ონლაინრესურსების, ფილმების, ტესტების  ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარებოდა. ძირითადად ვქმნიდით ელექტრონულ, ხმოვან  წიგნებს, რომლებსაც ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ. ეს ყოველივე მათ მოტივაციასაც უმაღლებდა და სხვა სოციალურ უნარებსაც უვითარებდა.

 მალე ყოველდღიურობად იქცა და პირველი არხის ტელესკოლის პარალელურად გადავწყვიტეთ ჩვენეული ტელესკოლაც შეგვექმნა. მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ვიდეოგაკვეთილების შექმნა. ისინი ერთმანეთს უზიარებენ, მსჯელობენ, უხსნიან, უფრო მეტად უგდებენ ყურს და ითვალისწინებენ მეგობრების რჩევებს. ვფიქრობ, ამ გზით მოსწავლეებს სირთულის დაძლევაში დავეხმარეთ  და საინტერესო რესურსებიც შეიქმნა.

ჯერ კიდევ ბევრი საჭირო საკითხის განხილვა გველოდება...

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.