ამინდის პროგნოზი

ბმულები

III ვ კლასში კლასის ხელმძღვანელის მ.ჩიკაშუას ინიციატივით ჩატარდა პროექტი "ვკითხულობთ ერთად“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით და მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცეში. პროექტი გრძელდებოდა 10 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, ამ ხნის განმავლობაში  მოსწავლეები მშობლებთან ერთად აწყობდნენ მათვის საინტერესო წიგნის პრეზენტაციას და ურჩევდნენ თანაკლასელებს  წაეკითხათ მათი შერჩეული  წიგნი.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.