ამინდის პროგნოზი

ბმულები

19-20 ოქტომბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი - ,,ტვინების ბრძოლა” 3 ასაკობრივ კატეგორიაში:

  1. 4-5 კლასი;
  2. 6,7,8 კლასი;
  3. კატეგორია: 9,10,11,12.

კონკურსის ბოლოს გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დიპლომები.

გამარჯვებული გუნდები:

1-ლი ასაკობრივი კატეგორია: "ლოგიკურები"

 

მე-2 ასაკობრივი კატეგორია: "ალბატროსი"

 

მე-3 ასაკოპბრივი კატეგორია: "კრიმზონი"

 

გამარჯვებული გუნდები შემდეგ ეტაპზე სკოლათაშორის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.