
შიდსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება აივ–შიდსის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირებაა,
აუცილებელია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს აივ–შიდსიდ შესახებ. მათ უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ინფორმაცია დაავადების გადაცემასა და პროფილაქტიკაზე. ღონისძიების მზადების პროცესში ბევრი ბავშვი იყო ჩართული, მთავარი მიზანიც ხომ აივ–შიდსის პრევენცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოცხადდა პოსტერების, საუკეთესო ვიდეო რგოლების,პლაკატების, ნახატების, თხზულებების კონკურსი.

პლაკატების კონკურსში გაიმარჯვა XI–ე კლასის მოსწავლის ოთარ მღებრიშვილის პლაკატმა.

ისეთივე დღეა როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინაც ... 2 წელია ერთმანეთს გავს დღეები, ტკივილიანი და ერთფეროვანი. ისევ ამეკვიატა შეკითხვა: რატომ არ გესმით ჩემი? სულ მტკივა. მისმენთ კი, რომ გაიგოთ?
ნეტავ ყველაფერი თავიდან დაიწყოს ... მაშინ მაინც დაგაჯერებდით, რომ მეც ვარ თქვენნაირი ოღონდ უფრო მეტი დარდითა და ტკივილით. მინდა ვიყო თავისუფალი როგორც 2 წლის წინ. არ მიჯერებთ, თორემ მეც თქვენსავით ვფიქრობ, მენანება, მტკივა და თქვენსავით მიყვარს. მწყინს, რომ თქვენს გულებთან არ მაახლოვებთ, ჩემში კეთროვანს ხედავთ. არადა სწორედ ახლა მჭირდებით ყველაზე მეტად.
ახლა მინდა გავიხანგრძლივო ლამაზი წუთები, გავიფერადო წუთისოფელი.
ნეტა ყველაფერი თავიდან დაიწყებოდეს, ამ სიმწარეს აღარ გამოვივლიდი, ყველაფერს თავიდან ავიცილებდი.
მიუხედავად იმისა, რომ აიდიმფიცირებული ვარ, ჩემთან მეგობრობა უსაფრთხოა და აუცილებელიც{/typography}

2 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა შოუ: ,,შეაჩერე შიდსი, შეასრულეთ დაპირება“, რომლის მიზანი იყო დაარწმუნოს ახალგაზრდობა, რომ აირჩიოს ცხოვრების ჯანსაღი წესი და გაუმკლავდნენ ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას.


შოუში მონაწილეობდნენ ნონა ქობულაძე, ნატო ცინცაძე, გია შენგელია, რეზო თოფურია, ოთარ მღებრიშვილი, ვახტანგ ბეჟანიძე, ინგა მელიქიშვილი, ქრისტინა გვარჯალაძე, მარიკა სილაგაძე, ანა ფოთელიძე, სალომე დეკანაძე, ნანა ნაკაშიძე.








