ამინდის პროგნოზი

ბმულები

16 დეკემბერს ჩატარდა ლიტერატურულ–შემეცნებითი საღამო  ,,მითხარ, როგორაა მემლექეთი“.

 

 

ღონისძიების პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო მონტაჟი, ჩართული იყო ფოლკლორის ნიმუშები, ყურადღება გამახვილებული იყო სამშობლოსაგან იძულებით გადახვეწილ ქართველთა გულისტკივილისა და დარდის ამსახველ ლიტერატურულ მასალაზე.

წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის , ფრიდონ ხალვაშის, იოსებ ნონეშვილის ლექსები და აგრეთვე ნაწყვეტები ,,ჩვენებურების“ მოგონებებიდან.

მეორე ნაწილში იქნა ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი ,,სამი საქართველო“.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.