ამინდის პროგნოზი

ბმულები

23 დეკემბერს სკოლის სააქტო  დარბაზში  გაიმართა საახალწლო მეჯლისი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს XII-ბ, გ,  XI  ა, ბ, გ, ე, X–ბ, დ, ე კლასებმა.

 

მეჯლისზე წარმოდგენილი იყო ნომინაციები ,,მეჯლისის სტუმარი“, ,,გაკვეთილი გუშინ, დღეს, ხვალ“, პაროდია, ცეკვა, სიმღერა. მოსწავლეებმა მეტ–ნაკლებად შეძლეს მეჯლისის პირობების შესრულება, რაც საპატიო ჟიურიმ შეაფასა. მეჯლისის პრინცი გახდა რ. თოფურია (XI-ე კლასი) და მეჯლისის პრინცესა ს. ჩინბა (X–ე კლასი)

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.