ამინდის პროგნოზი

ბმულები

16 თებერვალს  I–ბ კლასმა (ხელმძღვანელი: ნ. ცინცაძე) წარმოადგინა პროექტ ,,ბუნების საოცრების“ პრეზენტაცია. პროექტი ინტეგრირებულია ქართულ ენასთან, ბუნებისმეტყველებასთან, ისტ–თან, მუსიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან.

 

პატარებმა წარმოადგინეს Power Paints–ის პროგრამაში დამზადებული სხვადასხვა ილუსტრაციების პრეზენტაცია. ისაუბრეს ბუნების ისეთი საოცარი მწერის შესახებ როგორიცაა ფუტკარი, წაიკითხეს ლექსები და მოთხრობები, შეადგინეს თხზულება, გააფერადეს ხატვის რედაქტორში მომზადებული ესკიზი. გაკეთდა პროექტის ბლოგი: www.bunebissaocreba.blogspot.com

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.