ამინდის პროგნოზი

ბმულები

12 მარტს ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ჩვენი სკოლის გუნდი ,,მონასპა“ გაემგზავრა კურორტ  ,,ქედლებში“. მეტად შთამბეჭდავი იყო ეს დღე გუნდის მონაწილეთათვის, რადგან ზოგიერთი პირველად დადგა თხილამურებზე, ზემო აჭარის ბუნება კი ზამთარშიც განუმეორებელი სილამაზით ხიბლავს მნახველს.

მერიის ეს საჩუქარი სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, რომ კარგად ისწავლიან და თავისი შრომით მოიპოვონ გართობის ასეთი შესანიშნავი საშუალებები.

 





 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.