ამინდის პროგნოზი

ბმულები

18 მარტს გაიმართა აჭარის საჯარო სკოლებში არსებული ევრო კლუბების შეჯიბრება, თემაზე: ,,პოლონეთი“. ჩვენი ევროკლუბის წევრებია რ. თოფურია, მ. თელია, ა. მიქაძე, მ. ნანაძე, ა. მუხაშავრია. კონსულტანტი მასწავლებელი _ მაია გაბაიძე.კონკურსი ინგლისურ ენაზე მიმდიმარეობდა და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.

 

მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და ღონისძიების ორგანიზატორი დაპირდა პოლონეთში საერთაშორისო ბანაკში მთელი გუნდის გაგზავნას.

 


 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.