ამინდის პროგნოზი

ბმულები

„ 9 აპრილი დიდი ტკივილისა და ქართველი ერის ერთსულოვნების, გამარჯვების, თავისუფლების დღეა“,

- ამ სიტყვებით მიესალმა ავთანდილ დემეტრაშვილი კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტის -  „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ -ს  მონაწილეებს.

ქ.ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ამ თარიღთან დაკავშირებული უახლესი ქართული ისტორიიის ამსახველი მასალა -  1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, ქართველი ერის  ერთსულოვნების სიმბოლო - მუსიკალური ვიდეოკლიპი „ტიტები“ და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მოსწავლეებმა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელთან ავთანდილ დემეტრაშვილთან და  თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს   9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი, დაანთეს სანთლები.

დღის მეორე ნახევარში  კონსტიტუციონალიზმის ცენტრში  გაიმართა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პროექტის მონაწილეები გაეცნენ მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების  ამსახველ  ექსპოზიციას,   მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „კოსნტიტუციონალიზმის გაკვეთილები“, კერძოდ, წამოადგინეს საკუთარი  ხედვა კონსტიტუციის არსის შესახებ და შეავსეს თემატური ტესტები.

მოსწავლეებმა  მონაწილეობა მიიღეს ა\ო  საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

მოსწავლეებს გადაეცათ  პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი   სერთიფიკატი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სამახსოვრო სუვენირები -  მაისურები, კეპები,  კალმები  -     კონტიტუციონალიზმის ცენტრის სიმბოლიკით.

ამონარიდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდან

„ჩემი  ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა..............“

ამშვენებს მაისურს, რომელიც გადაეცემა პროექტის მონაწილე უკლებლივ ყველა   მოსწავლეს.

მოსწავლეებმა გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სამახსოვრო წიგნში.

თემისა და თემატური ტესტების  შეფასების საფუძველზე გამოვლინდა  კონკურსში  „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“  სამი  გამარჯვებული.

                                                       I ადგილი                                    II ადგილი                                III ადგილი

                                                    დეა კუნჭულია                           მარიამ კუკავა                          სალომე გერგეშანია

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.