ამინდის პროგნოზი

ბმულები

მიმდინარე წლის აპრილში (11-15) სკოლაში გაიმართა კვირეული, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს. კვირეულის დღეები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარიმართა.

 

 

კვირეულის დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა IV კლასი. მათი ნამუშევრები: ნახატები, თხზულებები გამოიკრა თვალსაჩინო ადგილას.

IV-ა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ღონისძიება _ ,,ენის სიცოცხლე, ერის სიცოცხლეა!“ იგი ჩაატარეს ი. ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში.

V-VIII კლასი მოსწავლეები ეწვივნენ ხელოვნების მუზეუმს და დაათვალიერეს ქართული ხელნაწერები. X-XI კლასელები დაესწრნენ ბათუმის თეატრში დედაენის დღისადმი მიძღვნილ თეატრალიზებულ საღამოს.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.