ამინდის პროგნოზი

ბმულები

20 აპრილს სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე  „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.

ღონისძიება ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში. კონფერენცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები საუბრობდნენ სხვადასხვა პრობლემებზე, რომლებიც დედამიწასთანაა დაკავშირებული. მოსწავლეთა ნაწილმა წარმოადგინა თეორიული მასალა, იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს პლანეტას.  კონფერენციას კურირებდა მასწავლებელი ლუბა ბრეგვაძე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები:

 

1.      ტექნოლოგიური პრობლემები.

რადიაციული დასხივება და რადიაციული საფრთხე – ბახტაძე ალექსანდრე  X–ე კლასი

2.      სამხედრო კონფლიქტები.

გლობალური დათბობის ერთ–ერთი ფაქტორი – ანდღულაძე დავით  XII–ა კლასი

3.      რადიაციული მდგომარეობა საქართველოში – სარჯველაძე რუსუდან XI–გ კლასი

4.      გლობალური პრობლემები (იაპონია, ფუკუსიმას ავარია) – ნინიძე ჯულიეტა X–ე კლასი

 

წარმოდგენილი იყო პოსტერები, რომელიც შედგენილი იყო ფოტო და თეორიული მასალებით.

ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს:

1.      სუფთა წყალი – აბაშიძე სულხან  VII–ა

2.      ბათუმის ეკოლოგიური პრობლემები – ტაბიძე რეზო XI–გ

3.      ბათუმის წყალი – გოგოლიშვილი ბესო XI–გ

4.      ტყე და ტყის მნიშვნელობა – გორგილაძე ჯიმშერ X–ე

 

კონფერენციის ბოლოს დაისვა შეკითხვები მომხსენებლებთან. შესაბამისად გაიცა პასუხები.

კონფერენცია შეაჯამა XII–ა კლასის მოსწავლემ დეა ტვილდიანმა.


 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.