ამინდის პროგნოზი

ბმულები

5-დან 9 მაისის ჩათვლით ჩვენი ქალაქი მასპინძლობდა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალში 12 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

 

მათ შორის იყო მოცეკვავეთა ანსამბლი თურქეთიდან ,,Saban Tapchi“, რომელსაც ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა. ანსამბლში 15 გოგონა და 10 ვაჟი იყო.

ისინი გავანაწილეთ ოჯახებში. ამ ხუთი დღის განმავლობაში ისე დავმეგობრდით, რომ გაცილებისას ტირილით დავშორდით ერთმანეთს. ენის არცოდნას ხელი არშეუშლია. ჟესტებითა და მეგობრობის სურვილით ანთებული თვალებით ვაგებინებდით ერთმანეთს.

დავათვალიერებინეთ ბათუმის ღირშესანიშნაობანი, გვყავდა ბოტანიკურ ბაღში. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები.

მასპინძელი მოსწავლეები:

თავართქილაძე თამარ, შოთაძე ცირა, გელაძე ხვიჩა, ბალაძე ბექა, თავდგირიძე ზურა, ბერიძე ანა, ბასილაძე თამარ, ზოიძე ნინო, მღებრიშვილი მარი, აბესლამიძე დათო, ბაკურიძე თედო, ზანაქიძე ლევან, ბერიძე კახა, ბერიძე მარი, აფხაზავა ნინო.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.