ამინდის პროგნოზი

ბმულები

USAID  და  PH international-ის ორგანიზაციამ გამოაცხადა კონკურსი თემაზე ,,მე ვირჩევ ჩემს მომავალს“, რომელშიც ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა და 3 მაისს სკოლის კლუბის პრეზიდენტმა ნინო აბუსელიძემ კლუბის სახელით გახსნა შეხვედრა, რომელსაც ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ესწრებოდა.
ჩვენს სკოლაში ნოემბრის თვიდან არსებობს სამოქალაქო კლუბი ,,მზეკაბანი“. კლუბში 18 მოსწავლეა გაერთიანებული. კლუბი ცდილობს აქტიური იყოს და დირექციასთან შეთანხმებით აწყობს პატარ-პატარა ღონისძიებებს. კლუბმა სკოლაში გამოაცხადა ესეების კონკურსი თემაზა ,,მოვუფრთხილდეთ დედამიწას“.
ელჩს მოეწონა ჩვენი სკოლის თემა, სურათები გაიღო კლუბის წევრებთან და წარმატებები უსურვა. დღესდღეობით კლუბში გაწევრიანებული არიან მე-11, მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები. კლუბს აქვს სამომავლო გეგმებიც, რომელიც იმედია წარმატებით განხორციელდება.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.