საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ტურნირი ფეხბურთში, რომელიც კლუბის - „ცხოვრება თამბაქოს გარეშე“ - ინიციატივით მოეწყო. ერთმანეთს ხვდებოდნენ XI კლასების მოსწავლეები. გაიმარჯვა XI-ე კლასის გუნდმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: გიორგი შeნგელია, რევაზ თოფურია, რამინ კოჩალიძე, ჯანო ლომაძე, გიორგი ბოლქვაძე.
გიორგი შენგელია გახდა ტურნირის ბომბარდირი, მის ანგარიშზეა 6 გატანილი გოლი, ხოლო საუკეთესო გამთამაშებელი - რევაზ თოფურია, 7 საგოლე გადაცემით. ტურნირის მსაჯი იყო ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ჩვენი სპორტის მასწავლებელი გია ჯორბენაძე.








