ამინდის პროგნოზი

ბმულები

1 ივნისს რეაბილიტაციის ცენტრის მიერ კარლ პოპერის სახელობის დებატების პროგრამით გაიმართა დებატები თემაზე: დაისაჯოს თუ არა არასრულწლოვანი პირველი დანაშაულის ჩადენისას. დებატის ორგანიზატორი იყო ნატო შეროზია. მასში მონაწილეობას  იღებდა IX-X-XI კლასის მოსწავლეები. დებატი  საინტერესოდ წარიმართა, ახალგაზრდებმა ისწავლეს ღონისძიებების ორგანიზება, კომუნიკაციის უნარ–ჩვევები, დებატების კულტურა.

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.