ამინდის პროგნოზი

ბმულები

8 მაისს VIII-ა კლასის მოსწავლეები „მოხალისეთა კლუბის“ წევრებთან ერთად  ეწვივნენ ბათუმის სათნოების სახლს. მათ მიულოცეს გამარჯვების დღე სათნოების სახლის მობინადრეებს და გაუმართეს პატარა კონცერტი. ბოლოს გადასცეს შეგროვილი თანხა, რომელიც მოსწავლეებმა მათი ნამუშევრების გაყიდვის შედეგად შეაგროვეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი   ნელი აფხაზავა.

 






სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.