კონფერენცია"ინოვაციური მეთოდების გამოყენება სწალა-სწავლების პროცესში".
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მაია ჩაგანავა შეირჩა მომხსენებლად და დაესწრო საგანმანათლებლო კონფერენციას - "თანამედროვე გამოწვევები, გადაჭრის გზები და სწავლების მეთოდები", რომელიც ჩატარდა ქალაქ პარიზში 8 დეკემბერს.
პრაქტიკული სამუშაო ქიმიაში
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 4 პარალელურ მეცხრე კლასში ქიმიის გაკვეთილზე (ქიმიის პედაგოგი - შორენა მუხაშავრია) ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო, რომელიც ეხებოდა ნაერთთა კლასებს, კერძოდ ნეიტრალიზაციის რეაქციებს, ტუტეების და ხსნადი ფუძეების მიღებას, მარილთა მიღების რამდენიმე ხერხს, მეტალების ურთიერთქმედებას მჟავებთან, ნაერთთა კლასების ურთიერთქმედებას ინდიკატორებთან.
კომპლექსური დავალება ხსნარის Ph-ზე
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11-ა და მე-11-დ კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე (ქიმიის პედაგოგი შორენა მუხაშავრია) წარმოადგინეს კომპლექსური დავალება ხსნარის Ph-ზე, pp-პრეზენტაციის სახით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი.
საგანმანათლებლო კონფერენცია - "თანამედროვე გამოწვევები, გადაჭრის გზები და სწავლების მეთოდები"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მაია ჩაგანავა შეირჩა მომხსენებლად და ესწრება საგანმანათლებლო კონფერენციას - "თანამედროვე გამოწვევები, გადაჭრის გზები და სწავლების მეთოდები", რომელიც ტარდება ქალაქ პარიზში 8 დეკემბერს.
კონფერენციას ატარებს ა(ა)იპ ასოციაცია ბიო, რომელიც არის საბუნებისმეტყველო მასწავლებლების ორგანიზაცია 2013 წლიდან. ორგანიზაცია მუდამ ზრუნავს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებსა და წინსვლაზე.
Presentation- "My english teacher"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ,,გ“ (დამრ. ლიანა მექვაბიშვილი) კლასის მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე ოსკაროსანი ფილმი "The English Teacher" ნახეს.(ინგლისურის პედაგოგი ნანა მალაყმაძე)
Grade- 3rd
თემა -ჩემი ინგლისურის მასწავლებელი. მიზანი - მოსწავლეებმა მოკლმეტრაჟიანი ფილმის ნახვის შემდეგ უნდა შეძლონ დახასიათება საკუთარი მასწავლებლის, ნასწავლი ლექსიკით. მათ ეს პირნათლად შეასრულეს.
კომპლექსური დავალება ქიმიაში:’’ წყალი სიცოცხლის წყარო’’
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIგ (დამრ. თამარ ანანიძე) კლასის მოსწავლეებმა დაამაუშავეს და წარმოადგინეს კომპლექსური დავალება ქიმიაში:’’ წყალი სიცოცხლის წყარო’’(ქიმიის პედაგოგი მაია ჩაგანავა). მოსწავლეებმა საგნების სიყვარულიდან გამომდინარე შექმნეს ჯგუფები.
პერიოდულობის კანონი და პერიოდულობის ცხრილი
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის X ა (დამრ.მაია ჩაგანავა) კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს და წარმოადგინეს კომპლექსური დავალება ქიმიაში:,,პერიოდულობის კანონი და პერიოდულობის ცხრილი"(საგნის პედაგოგი - მაია ჩაგანავა). სადაც ხაზგასმითაა წარმოჩენილი: 1.თუ რა კანონზომიერების გათვალისწინებით განალაგეს ელემენტები პერიოდულობის ცხრილში. 2.იმ ბარათთა წყვილები, რომლებიც ქმნიან იონურ და კოვალენტურ ბმას(შესაბამისი გრაფიკული სქემებისა და ბმის წარმოქმნის მექანიზმის ჩვენებით).
გვერდი 12 სულ 69
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.