ამინდის პროგნოზი

ბმულები

2024 წლის 19-20 იანვარს  ჩატარდა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა და მცირე ჭაბუკთა შორის კარატეში, სადაც საქართველოს შემადგენლობა მონაწილეობდა. აჭარის კონტაკტური კარატეს ფედერაციის წევრები 18 სპორტსმენით იყო წარმსდგარი. მათ შორის სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4ვ (დამრ. მაკა ჩიკაშუა) კლასის მოსწავლე დავით ნოღაიდელმა 30 კგ. წონის კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა და ის ვერცხლის თასის მფლობელი გახდა. ვულოცავთ დავითს ამ წარმატებას.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.