ამინდის პროგნოზი

ბმულები

2023 წლის 10 დეკემბერს, ლიტვაში გაიმართა ევროპის ყველაზე მაშტაბური ტურნირი კლუბებს შორის - 1700 მონაწილე 20 ქვეყნიდან, რომელშიც საქართველო წარადგინა აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის 18 წლამდე 29 სპორტსმენმა და ერთმა უფროსი ასაკის სპორტსმენმა, მათ შორის იყო სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV-ვ (დამრ. მაკა ჩიკაშუა) კლასის მოსწავლე - დავით ნოღაიდელი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა თავის ასაკობრივ კატეგორიაში.

სკოლა გამარჯვებულს დიდი სიახრულით დახვდა. ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. 

 

  

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.