ამინდის პროგნოზი

ბმულები

14 აპრილი #ქართულიენისდღეა. ინგლისური და ქართული ენის ერთობლივი პროექტი. საინტერესო და საჭირო საქმე ჩვენი ენის მხარდასაჭერად. “No Barbarisms ! ” (არა ბარბარიზმებს! ) .

პროექტი მიზნად ისახავდა : 1.ბარბარიზმების მავნე ზეგავლენის ხაზგასმას. 2.ინგლისური ენიდან შემოტანილი ბარბარიზმების ქართული შესატყვისის პოვნას. 3. სოლიდაროის გამოხატვას ქართული ენის დაცვისადმი! პროექტი მოიცავდა 4 ეტაპს: 1. ინგლისური ენიდან შემოტანილი ბარბარიზმების მოძიება და ქართული შესატყვისის მისადაგება . 2. კვლევის ჩატარება მოზარდებში აღნიშნული ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით და შედეგის დიაგრამაში ასახვა. 3. ბროშურების გაკეთება პროექტის მიზნის გათვალისწინებით. 4. ბროშურების გავრცელება მოზარდებში. #ვიმეტყველოდ სწორად, ენის ნორმების დაცვით! #მოვუფრთხილდეთ ენის ლექსიკურ სიწმინდეს! #სსიპ სსიპ - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა მასწავლებლები: ინგლისური ენა- ია ბლაგიძე , ქართული ენა - ფატი სურმანიძე

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.