ამინდის პროგნოზი

ბმულები

5 მაისს სასტუმრო შერატონში გაიმართა ბათუმის მოსწავლეთა კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვება. კინოფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო და კერძო სკოლების VI-XII კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ევალებოდათ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. აღნიშნულ კინოფესტივალში მონაწილეობდა მე-8 საჯარო  სკოლის ჯგუფიც. XII–გ კლასის მოსწავლის, ოთარ მღებრიშვილის გადაღებული ფილმი, "იბრძოლე მიზნისთვის" მეორე ადგილზე გავიდა და პრიზის სახით შემოქმედებითმა ჯგუფმა 400 ლარი მიიღო. ასევე ამ ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა".

 

 

http://www.youtube.com/watch?v=v7Wipgcr8ws

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.