ამინდის პროგნოზი

ბმულები

14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „თამარი და საქართველო“. ეს  იყო ბათუმის #14 საჯარო და ჩვენი სკოლის ერთობლივი ღონისძიება. კონფერენციის საპატიო სტუმარი იყო პროფესორი კახა სურგულაძე, რომელმაც სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და შეახსენა თამარის ეპოქის სიდიადე, რომ „იყო დრო და ქართველობით თავი მოგვიწონებია“.

 

 

გთავაზობთ კონფერენციის დღის წესრიგს:

1.თამარ მეფის პიროვნება - #8 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბახტაძე

2. თამარ მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა - #14 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო შავიშვილი

3. ოქროს ხანის ქართული რენესანსი - #8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა ჯგუფი: თამთა კახიძე, მაია თავართქილაძე, ხატია ჯაფარიძე

4. თამარი - მეფე ქალი -  #14 საჯარო სკოლის მოსწავლე შორენა კახიძე

5. თამარს ვაქებდეთ მეფესა - თამარის სახე ქართულ ფოლკლორში- #8 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე დეკანაძე

6. პირველი საქორწინო გვირგვინი - # 14 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე იმნაიშვილი

7. „XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ვითარება“ - # 14 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მემიაძე





კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.