ამინდის პროგნოზი

ბმულები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითის კათედრამ ქართული ენის დღისადმი შეადგინა კვირეულის გეგმა, რომლის მიხედვით დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა  და მოსწავლეებმა  ჩაატარეს საინტერესო საზეიმო ღონისძიებები, კონკურსები.

მოსწავლეებმა შემაჯანებელი კვირეულის ერთ-ერთი დღე აღნიშნეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში. საზეიმო ღონისძიების თემა იყო „ენა ქართული-საამაო და საგალობელი“.

ნორჩმა დეკლამატორებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები.

კვირეულის ერთ-ეღტი თემა იყო „ქართული ენა 33 მზის სხივი“.


სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.