Payday Loans
Loading...

ამინდი


ბმულები

 

 

 

 

 

სკოლის ისტორია

ბათუმში, ქალაქის  სანაპირო ზოლში, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების  გადაკვეთაში, მდებარე შენობა ამშვენებს დღისა და ღამის ბათუმს. სწორედ ამ ტერიტორიაზე 7015 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სსიპ ქ.ბათუმის #8 სკოლა.

>სკოლა 1956 წლიდან ფუნქციონირებს ბათუმის #22 საშუალო სკოლის  სახელით.სკოლის პირველი კორპუსი 1956 წელს აიგო არქიტექტორ გ.ერქომაიშვილის პროექტით. მას სკოლის მასწავლებლები  და მოსწავლეები  დღესაც „ძველ კორპუსს“ ეძახიან. 1975 წელს სკოლას დაემატა ახალი ოთხსართულიანი კორპუსი, ხოლო 1976 წელს  კორპუსი შრომითი სწავლებისთვის და ორსართულიანი კორპუსი კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზით და ბიბლიოთეკით, რომელიც მდიდარია წიგნადი ფონდით (აღრიცხულია 29.572 წიგნი).

სკოლას დაარსების დღიდან 1986  წლამდე ხელმძღვანელობდა აჭარისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მერაბ დიასამიძე, 1987 წლიდან  2005 წლამდე   სინან სურმანიძე, ხოლო 2005 წლიდან  დღემდე გივი ხალვაში.სკოლაში სხვადასხვა დროს  მოღვაწეობდნენ აჭარაში ცნობილი მასწავლებლები: ვ. ქართველიშვილი, ლ. ხალვაში, ლ. გურგენიძე, ა. ზნაურიანი, გ. ჩავლეიშვილი, ე. ჩხატარაშვილი,               ზ. ყურშუბაძე, ზ. ურუშაძე, ც. მდინარაძე, ვ. მეგენეიშვილი, შ. აბაშიძე, ი. კილაძე, ე. ჯინჭარაძე, ა. ერქომაიშვილი, ც. ჩაჩუა, თ. დავითულიანი, მ. სიხარულიძე, ლ. მიმინოშვილი, ს. ბოჭორიშვილი, ლ. დოლიძე.

მოსწალეთა აღზრდისა და სწავლების სამსახურშია: რადიოკვანძი, სპორტული დარბაზები (გასახდელებითა და საშხაპეებით), ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, უცხოური ენებისა და შრომის კაბინეტები, სამედიცინო პუნქტი, ბუფეტი. სკოლაში ისწავლება ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენები. სკოლაში სწავლობს 1560 მოსწავლე. სკოლაში მუშაობს 148 თანამშრომელი, მათ შორის 116 მასწავლებელი. სკოლას ჰყავს მრავალ კონკურსსა და ფესტივალში გამარჯვებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხიხანი“, ფოლკლორული სიმღერის გუნდი. სკოლაში მოქმედებს პრესკლუბი, დებატკლუბი, ნორჩ მთასვლელთა წრე, სპორტული სექციები, სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო–შემოქმედებით კონფერენციებში, ოლიმპიადებში, სასწავლო ტურებში. სკოლის პრიორიტეტებია სწავლის ხარისხის ამაღლება, დისციპლინის განმტკიცება, მასწავლებელთა  გადამზადება.