Payday Loans
Loading...

ამინდი


ბმულები

 

 

 

 

 

„წიგნი ჩვენი მეგობარია“

30 აპრილს, ბიბლიოთეკის დღესთან დაკავშირებით I-ე  კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას.

დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზი, წიგნსაცავი. ბიბლიოთეკარმა მარიამ ჭანტურიამ საინტერესოდ ესაუბრა ქაღალდის გამოგონებაზე, წიგნის ბეჭვდის ისტორიაზე ანტიკური ხანიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე, აგრეთვე წიგნის მნიშვნელობაზე, უძველეს ბიბლიოთეკებზე.

აჩვენა გიგანტური და მინიატურული წიგნების სურათები, ასევე პატარების საყვარელი ზღაპრის გმირების ამსახველი ილუსტრაციები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „წიგნი ჩვენი მეგობარია“.

დასვეს საინტერესო კითხვები.