Payday Loans
Loading...

ამინდი


ბმულები

 

 

 

 

 

ქართული ენის დღე

სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დაიგეგმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიებები.

ერთ-ერთი დღე მიეძღვნა საზეიმო ღონისძიებას ილია ჭავავაძის სახელობის მუზეუმში 17 აპრილს, რომელიც ჩაატარა IV-ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელი დარეჯან ჯინჭარაძე. ღონისძიების თემაა:   ენა ქართული საამო და საგალობელი.

 

მოწვეული იყვნენ საზოგადოება მწიგნობარის დირექტორი მანანა წულუკიძე, პოეტი გულიკო გაბაიძე, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნინო გოგოლიშვილი, ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია და მოსწავლეთა მშობლები. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ჩანაწერები, ლექსები, ბრძნული გამონათქვამები ქართული ენის დღისადმი.

დასასრულს მოწვეული სტუმრები მიესალმნენ მოსწავლეებს. დიდი მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიების ჩატარებისათვის.