ამინდის პროგნოზი

ბმულები

ცხოვრებაში ხშირია მომენტები, როცა რაიმეზე სერიოზულად ფიქრობ. ცდილობ გამოიცნო პასუხი შენსავე დასმულ კითხვაზე. იცი, რომ ცხოვრებაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, მაგრამ დაუოკებელი ჟინი გაძლევს ძალას თავად უპასუხო კითხვებს.

წვიმდა. ჩუმი წვიმის წვეთები სხლტებოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე. წვიმდა უხმაუროდ. ირგვლივ სიჩუმე ბატონობდა. შემოდგომის მომხიბვლელობა ხომ მის უჩვეულო სიმშვიდესა და სიწყნარეშია. შემოდგომის წვრილი წვიმა _ დაუსრულებელი, ჩუმი, შემზარავი, უხმაურო... და მაინც შემაწუხებელი. ამ დროს ამოვიდნენ, ამოიზარდნენ, ამოირაგნენ ტყვიისფერი ღრუბლები და გადაეფარნენ ცას. ქროდა ქარი, წვიმდა, ხეები ძირს ხრიდნენ წვიმით დამძიმებულ ტოტებს, ერთმანეთს აწყდებოდა ბალახები. იქვე, ცოტა მოშორებით განმარტოებით იდგა ხე, ქართან ხანგრძლივი ბრძოლებით უცნაურად, რომ დაგრეხოდა ტოტები. აივნიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს და არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ბუნება ასეთი ლამაზი ყოფილიყო წვიმის დროსაც კი...

მალე წვიმაც გადაიღო. უძრავად იდგნენ ხეები, აღსავსენი წყვდიადით და გადმოუტყორცნიათ უზარმაზარი ჩრდილი. გარეთ გავედი, ყოველი ბალახი წელში მოხრილიყო ქარის სისასტიკის გამო. მიწა სულს ძლივს ითქვამდა, მასაც სტკიოდა, როგორც ცას. შემოდგომის ფოთოლცვენის სევდას კი არაფერი შეედრება. ფოთლები რომლებიც, ძალით მოაშორეს ხის ტოტებს, უგზო–უკვლოდ მიჰქრიან. გზა ტბისკენ განვაგრძე. ფოთლებით მოფენილიყო ცა, უსიცოცხლო ფოთოლი კი ბუნების სევდა ნარევი მანატრებაა წარსული მშვენიერების. ჩუმი ტბის პირას დავჯექი და გავიფიქრე: ,, მაინც რა არის მშვენიერება? მარტოოდენ ბუნება, გარესამყარო ან ხელოვნება? იქნებ ყველაზე დიდი მშვენიერება ადამიანია. არ ვიცი, ალბათ ასეა.“ ამ ფიქრებით დამძიმებული სახლში წამოვედი. ამინდი გაუმჯობესებულიყო. გრილი და შეხუთული იყო ჰაერი. მშვენიერი, ქარაფშუტა ღამის ნიავი ერთი წუთით ეპარებოდა და ჰკოცნიდა ფოთლებს. ზეცის შუაგულიდან მთვარე გადმომყურებდა. ღამე კი სევდიან ქუჩებში ბინას დაეძებდა...

ნინო აბუსელიძე

IX კლასი

 

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.