ამინდის პროგნოზი

ბმულები

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი დარეჯან ჯინჭარაძე) აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105 წლისთავი. წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი მოთხრობების პრეზენტაცია. გაიხსენეს დიდი იაკობის ბიოგრაფიული ცნობები, წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები ,,დედაენაზე“.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა შეასრულეს იაკობ გოგებაშვილის ტექსტების მიხედვით ჩანახატები, წარმოთქვენ ლექსები და სიმღერები ,,დედაენაზე“.

ამ დღით კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას, ღვაწლს და მის უკვდავ ,,დედაენას“.

 

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.