ამინდის პროგნოზი

ბმულები

გაზაფხულის მშვიდი საღამო, დრო ფიქრისთვის, ოცნებისთვის - ასეთი გარემო იშვიათად გვაქვს ამ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებს. არადა როგორ მაკლია ფიქრი, რომელიც მივსებს უკმაყოფილებას თანატოლი საზოგადოების მიმართ. ე.წ. ,,სვეტსკი პერსონები“, რომლებიც ასე ცდილობენ იყვნენ სხვაზე უკეთესნი. მირჩევენ მეგობრებს არა იმის მიხედვით თუ რამდენად კარგი ადამიანები არიან, არამედ იმის მიხედვით აცვიათ თუ არა ხარისხიანი ბრენდი. რატომ უნდა არსებობდეს ამგვარი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, როცა იმაზე მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე ,,საყვარელი“ ფოტოების გადაღება,  ,,ფართებზე“ წოწიალი და სხვა ათასი სისულელე.

შესაძლოა ბევრისთვის ჩემი აზრის ამგვარი გამოხატვა გახდეს მიზეზი სიტყვებისა: ,,შენ მათი გშურს“. მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ასე არ არის. რატომ უნდა მშურდეს იმის, ვინც ცხოვრებას უაზროდ ატარებს. რატომ ჰგონიათ რომ ფეისბუქის ,,გაჩითულების“ გვერდზე გამოჩენა მომავალში უზრუნველი ცხოვრების ნიშანია ? მე არ მესმის მათი. შესაძლოა ჩემი  აზრით ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ეს არ მაწუხებს . ხანდახან ვიღლები , როცა მიკროავტობუსში, ქუჩაში,სკოლაში მათ საუბარს ვუსმენ. როცა ერთმანეთს ბიჭებისა და ,,ზმანების“ ნუსხას ისე აცნობენ , თითქოსდა დღის განრიგი ყოფილიყოს.

ყველაზე მეტად ის მაინტერესებს თუ ვინ უნერგავს იმ აზრს თავში, რომ გარეგნობა -ეს ყველაფერია. ინტელექტი კი რომელიც ხშირად მეორადი ტანსაცმლის უკან იმალება, იმაზე მეტია რასაც მათი აღმატებულება  ,,ძერსკები“ აკეთებენ.

მართალია შესაძლოა ეს ნაწერი მთლად არ შეესაბამება სათაურს , მაგრამ აქ წერია ჩემი ფიქრები , რომელიც ასე მაწუხებს . ღმერთს ყოველთვის მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არ მომცა მიზეზი მორიგი თავში ავარდნილი გოგო ვყოფილიყავი.

 

IX-ბ კლასი:   მარიამ ლომსანიძე

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.